სიახლები

15-03-2024 იპოვე სისხლის კვალი

დღეს, კლუბ “ნაკვალევი“ წევრები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. ვიზიტის დროს კლუბის წევრებმა დაამზადეს სისხლის ლაქის აღმოსაჩენი ნარევი ლუმინოლის, ნატრიუმის ტუტისა და წყალბადის პეროქსიდის გამოყენებით.

მიღებული ნარების ლუმინესცენტური თვისებები შემოწმდა შაბიამნის გამოყენებით. საანალიზო ხსნარის ვარგისიანობის დადასტურების შემდეგ კი კლუბის წევრებს გადაეცათ წითელი ფერის ლაქების მქონე სხვადასხვა მასალა, რომელთა შორის მათ ამოიცნეს სისხლის ლაქები.

ნანახია 78-ჯერ